2023-11-12, კვირა
მიმართულება: - ზედაპირის ფართობი, მოცულობა
სამიზნე ცნება: სივრცული ფიგურები და მათი ზომები
მაკრო ცნება: მოდელირება, ფორმა, რაოდენობრივი მსჯელობა
კლასი: IX
დრო: 3 კვირა
კომპლექსური დავალების პირობა
დისტანციური სწავლების პერიოდში სკოლებმა შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და გათბობის ხარჯები დაზოგეს. რადგანაც სკოლას შეუძლია დანაზოგები თავად მართოს, დირექციამ გადაწყვიტა დაზოგილი თანხით ერთ-ერთ კურორტზე არასტანდარტული კოტეჯი ააშენოს და იქ წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი მოაწყოს. დახმარება სპონსორებმაც აღუთქვეს.
სკოლის დირექციამ შენობის ფორმის, ოთახების განლაგების და გარე ვიზუალიზაციის შემუშავებაზე დახმარება თქვენ გთხოვათ.
თქვენი დავალებაა:
- გამოიყენეთ თქვენს მიერ უკვე ნასწავლი გეომეტრიული ფიგურები, ასევე სწავლების პერიოდში შესწავლილი ახალი ფიგურები და შექმენით კოტეჯის მაკეტი. სკოლამ მოგცათ არჩევანის შესაძლებლობა. მიიღეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებები. მაკეტი შეგიძლიათ შექმნათ:
1). ხელით მუყაოსაგან;
2). ააგოთ minecraft-ში;
3). გამოიყენოთ პროექტირებისთვის რომელიმე ელექტრონული პროგრამა (მაგალითად sweet home).
- შენობის ზომები (სიგრძე და სიგანე), ასევე ოთახების რაოდენობა და განლაგება შეარჩიეთ თქვენ. გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად შენობაში უნდა განთავსდეს 20 ადამიანი და ოთახის კარგი განათებისთვის ფანჯრების ფართობი იატაკის ფართობის 20% უნდა იყოს. შეარჩიე ფანჯრების შესაბამისი რაოდენობა და განლაგება, ისე რომ აკმაყოფილებდეს პირობას.
- მაკეტის მიხედვით დაადგინეთ თითოეული ოთახის ზომები (სიგრძე, სიგანე), გამოთვალეთ ზედაპირის ფართობი, დაადგინეთ თითოეული ოთახის მოცულობა.
- მოამზადეთ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა. (მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, და ეცადეთ გათვალოს სამშენებლო ხარჯები):
1). გაითვალისწინეთ ძირითადი საამშენებლო მასალა ხეა. დაადგინეთ სად დაგჭირდებათ კაფელის დაგება;
2). მოიძიეთ ინტერნეტით 1 მ2 ხის მასალის და თქვენთვის მისაღები კაფელის ფასი;
3). გამოთვალეთ მთლიანად საჭირო ხის მასალის და კაფელის რაოდენობა და რა იქნება ღირებულება;
4). დაადგინეთ რა მასალას შეარჩევთ გადახურვისთვის. მოიძიეთ მისი ღირებულება, ჩაატარეთ საჭირო გამოთვლები.
ჯგუფებმა წარმოადგინეთ პრეზენტაცია თქვენთვის სასურველი ფორმით. რჩევა:
დაგეგმარების პროცესში გამოიყენეთ როგორც მართი პრიზმები (სამკუთხა, ოთხკუთხა, მრავალკუთხა პრიზმები), ასევე პირამიდა და ცილინდრი; შეგიძლიათ წინ აუზის გაკეთებაც
ნაშრომის პრეზენტაციისას გაეცი პასუხი დავალების კითხვებს:
- როგორ დაგეხმარა შერჩეული გეომეტრიული მოდელი მიმდინარე პროცესების აღქმასა და დასკვნების გამოტანაში;
- როგორ დაგეხმარა გეომეტრიული ფიგურების ცოდნა მაკეტის აგებისას?
- როგორ გამოთვალე შენს მიერ გამოყენებული გეომეტრიული ფიგურების ზომები; რა კრიტერიუმებით შეარჩიე საზომი ერთეულები?
- როგორ გამოიყენე გეომეტრიული პრინციპების და გეომეტრიული ფიგურების თვისებების ცოდნა მოდელის აგებასა და სივრცული ფიგურის ზედაპირის ფართობის და მოცულობის გამოთვლაში?
- მნიშვნელოვანია თუ არა გეომეტრიული ფიგურების ელემენტებს შორის კავშირის ცოდნა მოცემულ დავალებაში მსჯელობა დასაბუთებისთვის?
მოსწავლეს უნდა შეეძლოს:
- რეალურ ცხოვრებაში, სამყაროში მიმდინარე მოვლენების აღწერა გეომეტრიული ობიექტების / ფიგურების მეშვეობით;
- გეომეტრიული ფიგურების ცნობა და კლასიფიკაცია;
- ახალი კავშირების დადგენა და წარმოდგენა;
- გეომეტრიული ფიგურების ზომების გამოთვლა წესის შესაბამისად და გამოსახვა სტანდარტულ ერთეულებში
- გეომეტრიული ფიგურის ელემენტებს შორის კავშირების დამყარება და ამ კავშირებზე ლოგიკური მსჯელობა;
- გეომეტრიული პრინციპების ცოდნის გამოყენებით გეომეტრიული ფიგურებისა და მისი ელემენტების (ტოლობა, მსგავსება) დაკავშირება.
რეკომენდაციები მოსწავლეს:
თუ თქვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სახლის მაკეტი გააკეთოს პროგრამა sweet home 3d-ის დახმარებით უყურეთ: ვიდეო
თუ თქვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სახლის მაკეტი გააკეთოთ Minecraft-ის დახმარებით უყურეთ: ვიდეო
თუ თქვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სახლის მაკეტი გააკეთოთ ხელით უყურეთ: ვიდეო
მითითებულ მისამართებზე ნახეთ მრავალწახნაგების შლილები: წესიერი პრიზმის შლილი და პირამიდა
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 74
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5764
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 1
