2021-12-10, ხუთშაბათი
კომპლექსური დავალების პირობა:
გიორგის საკუთარი მცირე მეურნეობა აქვს. მან თავის ნაკვეთზე კარტოფილი დათესა და უხვი მოსავალიც მიიღო 3 ტონა. გიორგიმ გადაწყვიტა თვითონ მოეხდინა თავისი მოსავლიდან ნაწილის რეალიზება და ამისათვის მან გადაწყვიტა ყუთების შეძენა მაღაზიაში. შინ მისულმა კი აღმოაჩინა, რომ ყუთები ზომით განსხვავდებოდა. გიორგიმ სარეალიზაციო კარტოფილი 4 ყუთში ისე გაანაწილა, რომ თითოეულში აღმოჩნდა წინაზე 50კგ-ით მეტი კარტოფილი.
თქვენ შეგიძლიათ ამოცანა შეცვალოთ და ამოხსნათ ნებისმიერი ბოსტნეულის და ხილის ბიზნესისთვის, მოყვანილი მოსავლის მთლიანი წონა და ყუთებში კილოგრამების განაწილებაც შეცვალეთ თქვენი სურვილის მიხედვით.
შენს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში:
- ჩაწერე ასოითი გამოსახულება, რომელიც აღნიშნავს სარეალიზაციოდ გატანილი კარტოფილის რაოდენობას;
- რამდენი კგ კარტოფილი მოთავსდა თითოეულ ყუთში, თუ გიორგიმ სულ სარეალიზაციოდ გაიტანა 2700კგ კარტოფილი, თქვენ რამდენი კილოგრამის გაყიდვას ფიქრობთ?
- შეადგინე რიცხვითი გამოსახულება და იპოვე სარეალიზაციოდ გატანილი კარტოფილის ოდენობა, თუ პირველ ყუთში იქნებოდა 200 კგ ბოსტნეული/ხილი;
- თუ გიორგი გადაწყვეტს აღნიშნული პრინციპით დამზადებული მეხუთე ყუთის შევსებას, ეყოფა თუ არა მას ამისათვის კარტოფილის დარჩენილი რაოდენობა? თქვენი ბიზნესის წარმოებისთვის საკმარისი იქნება თქვენი პროდუქტი მეხუთე ყუთისთვის?
- შენი მეგობრისათვის მოიფიქრე საყოფაცხოვრებო სიტუაციის ამსახველი ანალოგიური ტიპის ისეთი ამოცანა, რომლის ამოსახსნელადაც მას დაჭირდება განტოლების შედგენა.
ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- როგორ გამოისახება უცნობი სიდიდე (საგანთა უცნობი რაოდენობა);
- როგორ არის შესაძლებელი ალგებრული გამოსახულებების გამოყენება მათემატიკური ამოცანებისა და რეალური ვითარების წარმოდგენისა და განზოგადებისათვის?
- ამოცანის პირობიდან გამომდინარე როგორ შეიძლება რიცხვითი თვისებების გამოყენება გამოთვლების გასამარტივებლად?
- როგორ ხდება რეალური ცხოვრებაში მიმდინარე პროცესის შესაბამისი განტოლების (ცვლადის შემცველი გამოსახულების) ჩაწერა?
რეკომენდაციები მოსწავლეს - იმისათვის, რომ გაგიმარტივდეს დავალების შესრულება შენ უნდა იცოდე:
- რა არის ცვლადი და რას შეიძლება აღნიშნავდეს;
- რას ეწოდება რიცხვითი გამოსახულება? ასოითი(ალგებრული);
- რას არის განტოლება;
- რა განსხვავებაა ასოით გამოსახულებასა და რიცხვით გამოსახულებას შორის;
- რა განსხვავებაა ასოით გამოსახულებასა და განტოლებას შორის?
ნაშრომი წარმოადგინე პრეზენტაციის (პროგრამაში: PowerPoint, Word, Paint ან ფურცელზე ნაშრომის) სახით.
ამოცანების ამოხსნა, განტოლებები
შეფასება - მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- დააკავშიროს რაოდენობები, ობიექტები ან/და მოვლენები ერთმანეთთან;
- სიდიდეებს შორის არსებული დამოკიდებულების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით: ცხრილი, სქემა, გრაფიკი...;
- უცნობი სიდიდის გამოსახვა ცვლადის საშუალებით;
- ალგებრული გამოსახულებების გამოყენება მათემატიკური ამოცანებისა და რეალური ვითარებების წარმოდგენისა და განზოგადებისათვის;
- რიცხვითი თვისებების გამოიყენება გამოთვლების გასამარტივებლად;
- ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილი ამოცანების ამოხსნა განტოლებებისა და უტოლობების გამოყენებით
- სტანდარტული ერთეული დააკავშიროს სხვადასხვა სიდიდეს მახასიათებლის მიხედვით
- იმსჯელოს, გააანალიზოს, გაზომვის შედეგად მიღებული სიდიდის, მოვლენის რაოდენობრივ მახასიათებლებსა და შესაბამის ერთეულებზე
- იმსჯელოს, გაზომვის შედეგების სანდოობაზე. გაიაზროს, რომ გაზომვის შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაშია სანდო, თუ გაზომვა სტანდარტული ერთეულებით და სტანდარტული ხელსაწყოებით ხორციელდება
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 74
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5764
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 7
