2021-11-30, სამშაბათი


კოპლექსური დავალების პირობა:

კახამ და ლალიმ გადაწყვიტეს საკუთარი საოჯახო სახლის აშენება. მათ გადაწყვიტეს, რომ გადახურვა უნდა იყოს ეგრეთ წოდებული „სამკუთხედის ფორმის“, რომლის განივი კვეთა იქნება ისეთი, როგორიც ქვემოთ ნახაზზეა მოცემული. კახას და ლალის გათვლებით AB მონაკვეთის სიგრძე უნდა იყოს 12 მეტრიდან 15 მეტრამდე.

CD არის საყრდენი ცენტრალური ბოძი, ხოლო AC-ს დახრის კუთხე ავღნიშნოთ ∝-თი.

ცნობილია, რომ თუ სახლი შენდება ისეთ რეგიონში, სადაც არის ხშირი წვიმები და ზამთარში არის უხვი თოვლი, მაშინ დახრის ∝ კუთხე უნდა მერყეობდეს 25°-40° გრადუსებს შორის (რათა წყალი სწრაფად ჩამოვიდეს ქვემოთ). იმ შემთხვევაში, თუ სახლი შენდება ისეთ რეგიონში, სადაც იცის ძლიერი ქარი, მაშინ დახრის ∝ კუთხე უნდა მერყეობდეს 10°-20° გრადუსებს შორის (რათა ძლიერმა ქარმა ნაკლები ზიანი მიაყენოს სახურავს).

ჩათვალე, რომ შენ არ იცი, რომელ რეგიონში აშენებენ კახა და ლალი საკუთარ სახლს და დაეხმარე მათ.

შენი დავალებაა:

  1. განიხილე ორივე შესაძლო რეგიონი და ორივე შემთხვევაში ცალ-ცალკე გამოთვალე, როგორი უნდა იყოს CD საყრდენი ცენტრალური ბოძის სიგრძის სავარაუდო შუალედი (გამოიყენე კალკულატორი და პასუხები დაამრგვალე მეათედებამდე);
  2. თითოეულ განხილულ შემთხვევაში გამოთვალე AC-ს სიგრძის სავარაუდო შუალედი;
  3. შეცვალე AB მონაკვეთის სიგრძე თქვენი შეხედულების მიხედვით და შეასრულე 1. და 2. -ს ანალოგიური დავალებები.

შენ მიერ შექმნილ „პრეზენტაციაში“ ხაზგასმით წარმოადგინე:

  1. როგორ გამოიყენე დახრის ∝ კუთხის საჭირო შუალედები გამოთვლებისთვის;
  2. როგორ დაადგინე საყრდენი ცენტრალური ბოძის სიგრძე;
  3. შენს ნამუშევარში ზუსტად უნდა იყოს მითითებული ჩატარებული გამოთვლები.

პრაქტიკული რცევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  1. გაიხსენე ტრიგონომეტრიული განტოლებების ამოხსნის მეთოდები;
  2. ტრიგონომეტრიული განტოლებების ამოხსნისას გაითვალისწინე ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობათა სიმრავლეები.



ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 74

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5764

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 7