2022-05-07, შაბათი


ტაკომა ნეროუს სახელწოდების ხიდი ვაშინგტონში გაიხსნა 1940 წელს, რომელიც გახსნიდან რამდენიმე თვეში ძლიერი ქარების დროს ჩამოინგრა და დაიხურა 1950 წლამდე.


იხილეთ ვიდეო, როგორ დაინგრა ხიდი

ხიდის დატვირთვაზე გავლენას ახდენს გარკვეული პარამეტრები. მაგალითად: ხიდის წონა, მასზე მოსიარულე ადამიანების წონა, ავტომობილების წონა, ნალექის წონა და გავლენა.

აღნიშნულიდან გამომდინარე 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის გამყარება დამატებითი საყრდენებითა და კონსტრუქციებით. ხიდის გასამყარებელი სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეს სამკუთხედის ფორმის საყრდენი კონსტრუქციები.


შენი დავალებაა:

გამოიკვლიო ხიდების ტიპები და გამოთქვა ვარაუდი რომელი ტიპის ხიდი შეიძლება იყოს მყარი. შემდეგ გამოიკვლიე, რა იწვევს ხიდის სიმყარეს და შეამოწმე ვარაუდი.

დავალების შესრულების პროცესში, მოიძიე ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის ხიდებზე, დაამზადე ხიდის მაკეტი, კვლევით/ექსპერიმენტით კი დაადგინე, რომელი ტიპის ხიდი შეიძლება იყოს მყარი. დაწერე დასკვნა.

შენი მიზანია, კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგად დაადგინო, როგორ გამოიყენეს არქიტექტორებმა სამკუთხედები ხიდების დაპროექტება და სიმყარისთვის.

პროექტზე სამუშაოდ დაგეხმარებათ შემდეგი ინფორმაცია და ინსტრუქციები:

  1. მოიძიეთ ინფორმაცია რა ტიპის ხიდები არსებობს და რა არის თითოეულის უპირატესობა; რესურსი ინგლისურ ენაზე
  2. შედით საიტზე, სადაც მოცემულია სიმულაცია და გამოიკვლიეთ როგორ ამყარებენ ხიდებს ხიდის საყრდენებით;
  3. დახაზეთ მაკეტი და აღწერეთ;
  4. ინტერაქტიული სიმულაცია - ხიდების კვლევა
  5. გამოთქვით ვარაუდი რომელი ხიდი უფრო მყარია და რა ვითარებაში.

მაკეტის დამზადებისთვის ვიდეო ინსტრუქციები და რჩევები:

პროექტის სახით წარმოადგინე ხიდის მაკეტი. მაკეტი შეარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ, დაამზადეთ იგი ქვემოთ მოცემული ორი ვერსიიდან ერთ-ერთის მიხედვით. მოცემულია ორი ვიდეო ინსტრუქცია, დაამზადეთ რომელიმე ხიდი, რომლის აგებაშიც დაგჭირდებათ სამკუთხედები.

ვიდეო ინსტრუქცია 1

ვიდეო ინსტრუქცია 2

ასევე სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ წარმოადგინოთ მეორე მაკეტიც, დაამზადეთ ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო დიზაინის ხიდი. ექსპერიმენტის ჩატარებამდე გამოთქვით ვარაუდი, რომელი ხიდი შეიძლება იყოს მყარი და რატომ, ხოლო ექსპერიმენტის შედეგად დაადგინეთ რომელი კონსტრუქციაა მყარი და დაწერეთ დასკვნა, რამ გამოიწვია სიმყარე.

მოცემულ ლინკზე იხილეთ მოსწავლეების მიერ დამზადებული სხვადასხვა ხიდების მაკეტების გამოფენა:

ხიდების მაკეტების კონკურსი

ინფორმაციისთვის გაეცანით 5 საინტერესო და უჩვეულო ხიდს:

5 ყველაზე უჩვეულო და საინტერესო ხიდი, ხიდი სამკუთხედებით


პრეზენტაციის დროს წარმოადგინე ნამუშევარი, ხიდის მაკეტი, ექსპერიმენტის შედეგები და გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:

  1. როგორ გეხმარება შერჩეული გეომეტრიული მოდელი მიმდინარე პროცესების აღქმასა და დასკვნების გამოტანაში? როგორ დაგეხმარა ხიდის კონსტრუქციის აგებაში?
  2. რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენე ხიდის აგებაში?
  3. როგორ ააგე ხიდის გეომეტრიული მოდელი? შენი არგუმენტირებული მსჯელობით, აქსიომებზე ან/და თეორემებზე დაყრდნობით დაასაბუთე შენი აზრის სისწორე;
  4. როგორ ხდება გეომეტრიული პრინციპების ცოდნითა და გამოყენებით ახალი კავშირების დადგენა და ცოდნის გამოყენებით მყარი ხიდის აგება? რამ განაპირობა ხიდის სიმყარე?
  5. როგორ გამოთვალე შენ მიერ გამოყენებული გეომეტრიული ფიგურების ზომები; რა კრიტერიუმებით შეარჩიე საზომი ერთეულები. როგორ დაადგინე რა სიმძიმეს გაუძლებს ხიდი?
  6. როგორ გამოიყენება სამკუთხედების ტოლობის ნიშნები ხიდის კონსტრუქციის აგებაში? რამდენად საჭირო იყო დაპროექტებისას ტოლი სამკუთხედების გამოყენება? როგორ ააგე ტოლი სამკუთხედები?

წარმოადგინე შენი მუშაობის მსვლელობა, როგორც ლაბორატორიული ფურცლის დანართი:





ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 74

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5764

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 4