2021-12-03, პარასკები


ქალაქის დაგეგმარებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ქუჩების დაგეგმარებას. თუ ქუჩები დაგეგმარებულია სწორად და კარგად მარტივდება გადაადგილება, არ არის საცობები, მოძრაობაც უსაფრთოხოა და ყველას შეუძლია დროულად მისვლა სახლში. ასევე აუცილებელია დაგეგმარებისას გათვალისწინებული იყოს ველო ბილიკი, გზა როგორც ავტობუსებისთვის ასევე ავტომობილებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის.

ქალაქის / ან უბნის სავალი ნაწილის დაგეგმარება

კომპლექსური დავალების პირობა:

შეადგინე შენი უბნის გეგმა, გეგმაზე უნდა იყოს მოცემული გზები, მთავარი ობიექტები და იფიქრო სავალი ნაწილის უკეთ დაგეგმვაზე, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მოძრაობა და უსაფრთხოდ და მარტივად დაუკავშირდეს ობიექტები ერთმანეთს. დაგეგმვისას გაითვალისწინე, რომ გზები უნდა იყოს როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ველოსიპედით მოსიარულეებისთვის.

ნაშრომი წარმოადგინე ნახატით, მაკეტის სახით ან ააგე უბნის შესაბამისი ნახაზი პროგრამა Geogebra-ში.

ნაშრომის პრეზენტაციისას ისაუბრე:

  1. როგორ არის დაკავშირებული ქუჩები ერთმანეთთან;
  2. შენობების განლაგებაზე და დაგეგმარებაზე, როგორც მთლიან პროცესზე.

აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე შექმენი შენთვის სასურველი ქალაქის, უბნის გეგმა. დაგეგმარებისას გამოიყენე:

  1. პარალელური ქუჩები, ასევე რამდენიმე ქუჩა დააკავშირე ისე, რომ მიიღო ვერტიკალური კუთხეები;
  2. გაითვალისწინე აუცილებელი პირობა, ცენტრალურ ქუჩაზე იყოს წრიული მოძრაობა.

ნაშრომი წარმოადგინეთ თქვენთვის სასურველი საპრეზენტაციო ფორმით. (შესაძლებელია დაგეგმარებისას გამოიყენოთ სასწავლო რესურსი მაინკრაფტი).

უპასუხეთ კითხვებს:

  1. რომელი ქალაქების დაგეგმარება მოიძიეთ?
  2. აღწერეთ როგორ არის დაგეგმარებული? ძირითადად რას აქცევენ ყურადღებას?
  3. შეაფასეთ არის თუ არა საჭირო გეომეტრიის ცოდნა და გამოყენება დაგეგმარებისას?
  4. რას მიაქციეთ ყურადღება თქვენი პროექტის შექმნისას?
  5. როგორი კუთხეები გამოიყენეთ?
  6. რამეს ხომ არ დაამატებდით?

რეკომენდაციები მოსწავლეს:

იმისათვის რომ კარგად შეასრულო დავალება უნდა იცოდე შემდეგი საკითხები:

  1. რას ეწოდება კუთხე?
  2. რა გეომეტრიული ფიგურაა კუთხის გვერდი? წვერო?
  3. რას ეწოდება მახვილი, მართი, ბლაგვი, გაშლილი კუთხე?
  4. რა არის კუთხის საზომი ხელსაწყო? ერთეული?
  5. როგორ განიმარტება 1°-იანი კუთხე?
  6. რას ეწოდება კუთხის ბისექტრისა?
  7. როდის არის ორი წრფე მართობული?

დავალების შესრულებაში დაგეხმარება შემდეგი ვიდეო გეომეტრიის ძირითადი ცნებები ვიდეოგაკვეთილი




ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 74

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5764

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 3