მიმართულება: - გეომეტრია

სამიზნე ცნება: გეომეტრიული ფიგურები და მათი ზომები

მაკრო ცნება: ფორმა, კავშირები, არგუმენტირებული მსჯელობა, მოდელირება

კლასი: VIII

დრო: 4 კვირა

საკითხი 1: ოთხკუთხედები

ქვესაკითხები:

  1. პარალელოგრამი. პარალელოგრამის თვისებები;
  2. მართკუთხედი. მართკუთხედის თვისებები;
  3. რომბი. რომბის თვისებები;
  4. თალესის თეორემა;
  5. სამკუთხედის შუახაზი;
  6. ტრაპეციის ელემენტები: ფუძე, ფერდი, სიმაღლე, შუახაზი. ტრაპეციის კერძო სახეები: ტოლფერდა ტრაპეცია, მართკუთხა ტრაპეცია და მათი თვისებები.

საკითხი 2: ბრტყელი ფიგურების ფართობი

ქვესაკითხები:

  1. მართკუთხედის, პარალელოგრამის, ტრაპეციის, წრის, ფართობი. საკვანძო კითხვები;
  2. სად გვხვდება ბრტყელი და სივრცული გეომეტრიული ფიგურები ჩვენს ირგვლივ?
  3. როგორ შეიძლება გამოგვადგეს გეომეტრიულ ფიგურათა თვისებების ცოდნა ცხოვრებაში?
  4. გიფიქრიათ, თქვენ რომ არქიტექტორი ყოფილიყავით თქვენი ქალაქის პარკს, ან გასართობ ცენტრს სხვანაირად დააგეგმარებდით?

დააკვირდით როგორი დაგეგმარება აქვთ პარკებს:

ვაკის პარკი:

რიყის პარკი:

ახალი ზოოპარკის მაკეტი:

დავალების პირობა - გასართობი პარკის დაგეგმარება

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ გამოყო ფართობი, რომელზეც შეგიძლიათ გასართობი პარკის ( ან ზოოპარკის ) აშენება. გამოიყენეთ თქენს მიერ უკვე ნასწავლი გეომეტრიული ფიგურები, ასევე სწავლების პერიოდში ახალი ფიგურები და გაანაწილეთ პარკის ფართობი. გამოყავით ასევე ფეხით სავალი ბილიკი და მისი ზომები.

ნაშრომი წარმოადგინეთ დიდი ფორმატზე ( ან პრეზენტაციის სახით ნახაზი, რომელიც შესრულებული იქნება Geogebra-ში ), ნაშრომი შესაძლებელია ასევე წარმოადგინოთ სასწავლო რესურს Minecraft-ში; გამოყოთ სივრცე პარკისთვის და აითვისოთ - შექმნათ პროექტი.

პრეზენტაციაში ნათლად წარმოაჩინე:

  1. რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეთ?
  2. რას შეუსაბამეთ თითოეული გეომეტრიული ფიგურა( რისთვის გამოყავით აღნიშნული ფართობი? )
  3. რა არის თითოეული ნაწილის ფართობი?
  4. რამდენი დარჩა ფეხით სავალი ნაწილის ფართობი?
  5. რომელი ბილიკებია პარალელური და რომელი მართობული?
  6. თუ არის რომელიმე ადგილი რომელსაც არ აქვთ თქვენთვის ნაცნობი ფიგურის ფორმა? და როგორ გამოთვალეთ მისი ფართობი?

მითითება: დაგეგმარებაში გამოიყენეთ თქვენს მიერ ნასწავლი ყველა ყველა ბრტყელი ფიგურა. ( აუზისთვის წრე და აშ. )

შეფასების კრიტერიუმი, მოსწავლეს შეუძლია:

  1. რეალურ ცხოვრებაში, სამყაროში მიმდინარე მოვლენების აღწერა გეომეტრიული ობიექტების / ფიგურების მეშვეობით;
  2. აქსიომებზე დაყრდნობითა და არგუმენტირებული მსჯელობით ახალი კანონზომიერების ფორმულირება ან უკვე არსებული ფაქტების გაანალიზება და პრობლემის გადაჭრა;
  3. გეომეტრიული ფიგურების ცნობა და კლასიფიკაცია;
  4. გეომეტრიული ფიგურების ზომების გამოთვლა წესის შესაბამისად და გამოსახვა სტანდარტულ ერთეულებში;
  5. გეომეტრიული ფიგურის ელემენტებს შორის კავშირების დამყარება და ამ კავშირებზე ლოგიკური მსჯელობა;
  6. გეომეტრიული პრინციპების ცოდნის გამოყენებით გეომეტრიული ფიგურებისა და მისი ელემენტების ( ტოლობა, მსგავსება ) დაკავშირება.

რეკომენდაციები მოსწავლეს:

ტელეგაკვეთილი - პარალელოგრამი

ტელეგაკვეთილი - პარალელოგრამის კერძო შემთხვევები

ტელეგაკვეთილი - ფართობი, ტრაპეცია, ფართობების დაწყება

ტელეგაკვეთილი - ამოცანები ფართობზე; პითაგორას თეორემის ვიზუალური დამტკიცება ფართობით

Geogebra - სიმულაციები

პარალელოგრამი

რომბის ფართობი

ტრაპეციის ფართობი - 5 მეთოდი

თუ კომპიუტერის საშუალება არაა, მაშინ ვიზუალურად აღმოაჩინონ / დაადგინონ ფართობის პოვნა სხვადასხავა მეთოდებით.




ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 74

შემაჯ. - ამოცანა: 1686

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5741

მათ. ცნებები სულ: 84

პოსტი - გაკვეთილი: 331

მომხმარებელი: 129

საიტზე იმყოფება: 3