2020-11-30, ორშაბათი
კომპლექსური დავალების პირობა
დავუშვათ დაბადების დღეზე გაჩუქეს მშობლებმა ფული (რაოდენობა თქვენ თვითონ აირჩიეთ 600 – 800 ლარის ფარგლებში), მაგრამ არ არის საკმარისი კომპიუტერის საყიდლად, როგორ მოიქცევით ნაჩუქარ ფულს ჩაყრით ყულაბაში და დაელოდებით მეორე დაბადების დღეს, თუ შეიტანთ ბანკში და ყოველთვიური სარგებელის დამატებით დააგროვებთ სასურველი კომპიუტერის შესაძენ თანხას (კომპიუტერის ფასი მიუთითეთ თვითონ 1000 - 1200 ლარის ფარგლებში).

ბანკი გთავაზობს შენს მიერ შეტანილ თანხას სარგებელი დაარიცხოს:
პირობა 1. ყოველთვე ანაბარზე დადებულ თანხას დაემატება თანხის მეათედი ნაწილი.
პირობა 2. ყოველთვე ანაბარზე დადებულ თანხას დაემატება წინა თვეში არსებული თანხის მეოცედი ნაწილი.
თქვენს მიერ შექმნილ პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- იპოვე წესი კანონზომიერების დასამყარებლად პირობა 1 - თვის;
- იპოვე წესი კანონზომიერების დასამყარებლად პირობა 2 - თვის;
- წესი-ს მიხედვით წარმოადგინე მიმდევრობა პირობა 1-ის გათვალისწინებით;
- წესი-ს მიხედვით წარმოადგინე მიმდევრობა პირობა 2-ის გათვალისწინებით;
- იპოვე სარგებელი შემთხვევისთვის, როცა შენ თანხას ინახავ ბანკის პირობა 1 - ით:
- - 6 თვის ვადით და თვეების მიხედვით წარმოადგინე ცხრილის სახით;
- - 1 წლის ვადით და თვეების მიხედვით წარმოადგინე ცხრილის სახით;
- იპოვე სარგებელი შემთხვევისთვის, როცა შენ თანხას ინახავ ბანკის პირობა 2 - ით:
- - 6 თვის ვადით და თვეების მიხედვით წარმოადგინე ცხრილის სახით;
- - 1 წლის ვადით და თვეების მიხედვით წარმოადგინე ცხრილის სახით;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ უპასუხეთ კითხვებს:
- რატომ არის ბანკის პირობა 1 მომგებიანი შენთვის?
- თუ არ არის შენთვის მომგებიანი პირობა 1, რატომ?
- რას შეცვლიდი პირობა 1 - ში, რომ მომგებიანი იყოს?
- დროის რომელი მონაკვეთისთვის არის მომგებიანი პირობა 1?
- რატომ არის ბანკის პირობა 2 მომგებიანი შენთვის?
- თუ არ არის შენთვის მომგებიანი პირობა 2, რატომ?
- რას შეცვლიდი პირობა 2 - ში, რომ მომგებიანი იყოს?
- დროის რომელი მონაკვეთისთვის არის მომგებიანი პირობა 2?
- როგორ გამოიყენებ მიღებულ გამოცდილებას? რაში გამოგადგება მომავალში?
- რა გაგიჭირდა და რა იყო ადვილი ყველაზე მეტად?
- კომპლექსური დავალების შესრულებისის დროს რა ისწავლე ახალი?
- მიღებული გამოცდილების შემდეგ, დღეს რომ თავიდან იწყებდე ამ დავალების შესრულებას, რას შეცვლიდა? როგორ შეცვლიდა?
დავალება რომ ადვილად შეასრულო, უნდა შეგეძლოს მოცემული სავარჯიშოების შესრულება
- იპოვეთ წესი - კანონზომიერება, რომლითაც ცხრილის პირველ სტრიქონში ჩაწერილ რიცხვს შეესაბამება მეორე სტრიქონში ჩაწერილი რიცხვი:
- ფიბონაჩის რიცხვები, მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტში და გააგრძელე მიმდევრობა კიდევ სამი წევრით:
- - 1, 1, 2, 3, 5, 8, ... ;
- ალპინისტმა პირველ დღეს გაიარა 1 კმ, ხოლო ყოველ მომდევნო დღეს გადიოდა 200 მ-ით ნაკლებს, ვიდრე წინა დღეს. რამდენ დღეში ავიდოდა ალპინისტი 3000 მ სიმაღლის მწვერვალზე?
- პითაგორას რიცხვები, მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტში:
- რიცხვებს 3, 6, 10, 15, 21, 28, … სამკუთხა რიცხვები ეწოდება, რატომ? გააგრძელე და წარმოადგინე კიდევ ორი წევრი;
- რიცხვები 4, 9, 16, … კვადრატული რიცხვებია, რატომ? გააგრძელე და წარმოადგინე კიდევ ორი წევრი;
- რიცხვები 5, 12, 22, ... ხუთკუთხა რიცხვებია, რატომ? გააგრძელე და წარმოადგინე კიდევ ორი წევრი;
- მრავალკუთხა რიცხვებს ფიგურულ რიცხვებს უწოდებენ, მოიყვანე მაგალითები.
- რიცხვებს 3, 6, 10, 15, 21, 28, … სამკუთხა რიცხვები ეწოდება, რატომ? გააგრძელე და წარმოადგინე კიდევ ორი წევრი;
- იპოვე კანონზომიერება და გააგრძელე მიმდევრობა 3 წევრით:

- დაუკავშირე მოცემულ რიცხვებს კანონზომიერება და შეავსე ცხრილი:
- დაუკავშირე მოცემულ რიცხვებს კანონზომიერება და შეავსეთ ცხრილი:
შენიშვნა:
- დავალება სასურველია შესრულდეს პროგრამაში: Word ან PowerPoint;
- რიცხვების მოცემის წესი და კანონზომიერება, სანახავად გადადით ბმულზე;
- ფიბონაჩის რიცხვების შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე;
- პითაგორას რიცხვების შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე;
- წინარე ცოდნის გააქტიურებისთვის პრაქტიკული სამუშაოები.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 74
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5764
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 2
