2020-10-29, ხუთშაბათი


წარმოიდგინე, რომ აპირებ კარტოფილის დათესვას. გაქვს 250 მეტრის სიგრძის ღობე, რომლითაც უნდა შემოსაზღვრო მართკუთხედის ფორმის მიწის ნაკვეთი. ვიცით, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 2 კილოგრამი კარტოფილი ითესება და მოსავალი საშუალოდ 20 კილოგრამია. დასათესი და გასაყიდი კარტოფილის ფასი თანაბარია 2 ლარი.

გააკეთე მიწის ნაკვეთის რამდენიმე (სამზე მეტი) ნახაზი და დაადგინე, როგორი სიგრძე - სიგანე უნდა ჰქონდეს შენ ნაკვეთს, რომ კარტოფილის მოსავალი და ფინანსური მოგება მაქსიმალური იყოს.

იხილეთ რამდენად შრომატევადია კარტოფილის დათესვა და შემდგომ შეგროვება:

შენ მიერ შექმნილ „პრეზენტაციაში“ ხაზგასმით წარმოადგინე:

  1. მიწის ნაკვეთის ნახაზები, მისი სიგრძისა და სიგანის მითითებით;
  2. კარტოფილის მოყვანის ხარჯები დაანგარიშებული (დათესვა, გათონხნა-შემოყრა, მორწყვა, აღება …);
  3. სადაზღვევო ხარჯები: სტიქიამ თუ დაგიზიანა მოსავალი წაგებული რომ არ დარჩე;
  4. საწყისი თანხის და სავარაუდო მოგების ოდენობა ხარჯების გათვალისწინებით.

უპასუხე კითხვებს:

  1. ერთნაირი პერიმეტრის ფიგურებს, აუცილებლად ტოლი ფართობები აქვთ? მოიყვანე მაგალითები;
  2. რა შეგიძლია თქვა ფართობის ცვლილებასთან დაკავშირებით? რას ამჩნევ?
  3. კიდევ რაში შეიძლება გამოგადგეთ მიღებული გამოცდილება მომავალში.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  1. ღობის სიგრძე წარმოადგენს მართკუთხედის პერიმეტრს;
  2. დავალების შესასრულებლად შეგიძლია გამოიყენო მოცემული ცხრილი:

შენიშვნა:

  1. დავალება სასურველია შესრულდეს პროგრამაში: Word ან PowerPoint
  2. მართკუთხედის პერიმეტრი და ფართობის შესახებ ინფორმაციის სანახავად:
    გადადით ბმულზე
  3. სადაზღვევო ხარჯების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად:
    გადადით ბმულზე



ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 74

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5764

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 2