2021-10-08, პარასკები


მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყანა და ინტერნეტიზაცია.

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოვიდგინოთ, რომ საერთაშორისო კომპანიას შეუძლია მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით უდიდესი 10 ქვეყნის ინტერნეტით უზრუნველყოფა. დავუშვათ, კომპანიამ კვლევისთვის დაგავალა შემდეგი დავალების შესრულება:

  1. მოიძიე ინფორმაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის შესახებ. შეგიძლია ისარგებლო ლინკით
  2. შეადარე ერთმანეთს და იპოვე რამდენით აღემატება უდიდესი ქვეყნის მოსახლეობა უმცირესი ქვეყნის მოსახლეობას? (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით);
  3. შენ მიერ მოძიებული ქვეყნებიდან არჩიე ნებისმიერი სამი ქვეყანა და მათი მოსახლეობის რაოდენობა დაამრგვალე:
    1. უმაღლეს თანრიგამდე სიზუსტით;
    2. ათიათასეულამდე სიზუსტით;
  4. რამდენი ადამიანი ცხოვრობს დასახელებული ათი ქვეყნიდან სამ ყველაზე მცირერიცხოვან ქვეყანაში ერთად?
  5. თუ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქვეყნის მოსახლეობიდან უფასო ინტერნეტს მიიღებს ყოველი 25-ე, რამდენ ადამიანს ექნება ამ სერვისით სარგებლობის საშუალება?

გაეცი პასუხი ყველა კითხვას:

  1. შენი აზრით, როგორ გამოიყენებდა შენ მიერ დამუშავებულ მონაცემებს ილონ მასკი?
  2. საქართველო ამ სიაში 131-ე ადგილზეა. მისი მოსახლეობა 1 398 562 500-ს შეადგენს. რამდენი გახდება საქართველოს მოსახლეობა, თუ ეს რიცხვი 375-ჯერ გაიზრდება? რომელ ადგილს დაიკავებდა საქართველო ამ რეიტინგში?

ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  1. როგორ/რა წესით ხდება რიცხვების შედარება, რომელი მეთოდია უფრო თვალსაჩინო შედარებისათვის?
  2. როგორ შეიძლება შეიცვალოს რიცხვის მნიშვნელობა თუ ციფრებს ადგილს შევუცვლით და რას უნდა მიექცეს ყურადღება შედარებისა და ანგარიშის დროს?
  3. რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას გამოთვლების წარმოებისათვის. (რომელი მოქმედებაა უპირატესი)?
  4. როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში, არის თუ არა დამოკიდებული შედეგი სტრატეგიის შერჩევაზე?
  5. როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა გამოთვლების წარმოებაში, როდის არის საჭირო ზუსტი გამოთვლები და რა შემთხვევაში მიახლოებითი გამოთვლა?

ნაშრომი წარმოადგინე პრეზენტაციის (power point ან ფურცელზე ნაშრომის) სახით.

რეკომენდაციები მოსწავლეს - იმისათვის, რომ გაგიმარტივდეს დავალების შესრულება შენ უნდა იცოდე:

  1. როგორ უნდა შევადაროთ დიდი რიცხვები;
  2. როგორ უნდა დავამრგვალოთ რიცხვები;
  3. როგორ უნდა შევკრიბოთ /გამოვაკლოთ დიდი რიცხვები;
  4. როგორ უნდა გავამრავლოთ/გავყოთ დიდი რიცხვები.

ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებები




შეფასება: - მოსწავლემ უნდა შეძლოს

  1. საგანთა კონკრეტულ რაოდენობას შეუსაბამოს კონკრეტული რიცხვი;
  2. რიცხვების გამოსახვა სხვადასხვა სახით, მათ შორის ციფრებით, ასო-ნიშნებით;
  3. დააკავშიროს რიცხვები შესაბამის სახელებსა და აღნიშვნებთან;
  4. რიცხვების შედარება და ანალიზი;
  5. ათობით პოზიციურ სისტემაში რიცხვების ჩაწერა. იცის, რომ გამოიყენება ათი ციფრი და ყველა ციფრს რიცხვის ჩაწერის პოზიციურ სისტემაში ეცვლება მნიშვნელობა მისი ადგილის ცვლილების მიხედვით;
  6. კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის და მათი თანმიმდევრობის დაცვა;
  7. შეკრება/გამოკლების (და გამრავლება/გაყოფის) სტრატეგიების შერჩევა და აანალიზებს, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე;
  8. იმსჯელოს გამოთვლების წარმოების სიზუსტისა და ცდომილების შესახებ. მოსწავლეს შეუძლია მიახლოებითი გამოთვლა, დამრგვალება.



ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 74

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5764

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 8