კომპლექსური დავალების პირობა:
წარმოვიდგინოთ, რომ საერთაშორისო კომპანიას შეუძლია მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით უდიდესი 10 ქვეყნის ინტერნეტით უზრუნველყოფა. დავუშვათ, კომპანიამ კვლევისთვის დაგავალა შემდეგი დავალების შესრულება:
- მოიძიე ინფორმაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის შესახებ. შეგიძლია ისარგებლო ლინკით
- ათი ქვეყნის მოსახლეობის მიხედვით ააგე დიაგრამა მიახლოებით;
- შეადარე ერთმანეთს და იპოვე რამდენით აღემატება უდიდესი ქვეყნის მოსახლეობა უმცირესი ქვეყნის მოსახლეობას? (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით);
- შენ მიერ მოძიებული ქვეყნებიდან არჩიე ნებისმიერი სამი ქვეყანა და მათი მოსახლეობის რაოდენობა დაამრგვალე:
- უმაღლეს თანრიგამდე სიზუსტით;
- ათიათასეულამდე სიზუსტით;
- რამდენი ადამიანი ცხოვრობს დასახელებული ათი ქვეყნიდან სამ ყველაზე მცირერიცხოვან ქვეყანაში ერთად?
- თუ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეოთხე ქვეყნის მოსახლეობიდან უფასო ინტერნეტს მიიღებს ყოველი 25-ე, რამდენ ადამიანს ექნება ამ სერვისით სარგებლობის საშუალება?
გაეცი პასუხი შემდეგ კითხვებს:
- შენი აზრით, როგორ გამოიყენებდა შენ მიერ დამუშავებულ მონაცემებს ილონ მასკი?
- საქართველო ამ სიაში 131-ე ადგილზეა. მისი მოსახლეობა 3 729 500-ს შეადგენს. რამდენი გახდება საქართველოს მოსახლეობა, თუ ეს რიცხვი 400-ჯერ გაიზრდება? რომელ ადგილს დაიკავებდა საქართველო ამ რეიტინგში?
ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
- როგორ/რა წესით ხდება რიცხვების შედარება, რომელი მეთოდია უფრო თვალსაჩინო შედარებისათვის?
- როგორ შეიძლება შეიცვალოს რიცხვის მნიშვნელობა თუ ციფრებს ადგილს შევუცვლით და რას უნდა მიექცეს ყურადღება შედარებისა და ანგარიშის დროს?
- რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას გამოთვლების წარმოებისათვის. (რომელი მოქმედებაა უპირატესი)?
- როგორ გვეხმარება არითმეტიკული მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში, არის თუ არა დამოკიდებული შედეგი სტრატეგიის შერჩევაზე?
- როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა გამოთვლების წარმოებაში, როდის არის საჭირო ზუსტი გამოთვლები და რა შემთხვევაში მიახლოებითი გამოთვლა?
ნაშრომი წარმოადგინე პრეზენტაციის (power point ან ფურცელზე ნაშრომის) სახით.
რეკომენდაციები მოსწავლეს - იმისათვის, რომ გაგიმარტივდეს დავალების შესრულება შენ უნდა იცოდე:
- როგორ უნდა შევადაროთ დიდი რიცხვები;
- როგორ უნდა დავამრგვალოთ რიცხვები;
- როგორ უნდა შევკრიბოთ /გამოვაკლოთ დიდი რიცხვები;
- როგორ უნდა გავამრავლოთ/გავყოთ დიდი რიცხვები.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 74
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5764
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 2
