თემატური მატრიცა

მიმართულება: კომპიუტერული ტექნოლოგიები

კლასი: II

საათების რაოდენობა: 6

სამიზნე ცნება: ინფორმაცია

  • კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება;
  • როგორც სიტყვები შეგვიძლია დავწეროთ ფურცელზე, ასევე კომპიუტერული ფაილის სახით შეგვიძლია, ინფიორმაცია ჩავწეროთ კომპიუტერში;
  • ფაილებში შეიძლება განვახორციელოთ ცვლილება და გადავიტანოთ სხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში.

ქვეცნება:

კომპიუტერული პროგრამის შესაძლებლობების შესწავლა.

კომპიუტერული პროგრამის შესაძლებლობების გამოყენებით დავალების შესრულება.

საკვანძო კითხვები:

  • როგორ შეგვიძლია შევქმნათ პროგრამა Paint -ში გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ლამაზი სურათი და შევინახოთ შექმნილი ნამუშევარი კომპიუტერში?
  • როგორ გამოვიყენოთ ფუნჯის, ფანქრის და ტექსტის ინსტრუმენტები შექმნილი სურათის ცვლილებისთვის?
  • როგორ შეგვიძლია განვახორციელოთ ნამუშევრის სხვა მოწყობილობაზე გადატანა?
  • როგორ შეიძლება მოხდეს მასწავლებელთან სურათის გაგზავნა და მისგან უკუკავშირის მიღება?

კომპლექსური დავალების დასახელება: გრაფიკული რედაქტორი (პროგრამა - Paint), გრაფიკული რედაქტორის მიზნობრივი გამოყენება. გეომეტრიული ბრტყელი ფიგურები

კომპლექსური დავალების პირობა:

კომპიუტერული პროგრამა Paint-ში შექმენი გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით სურათი შემდეგი შინაარსის: სურათზე უნდა იყოს გამოსახული მზიანი დღე ან ვარსკვლავებიანი ღამე, სახლი ან მანქანა. აგრეთვე უნდა ჩანდეს თქვენი დახატული ხე, ყვავილი, პეპელა და სხვა. სურათს უნდა ჰქონდეს სახელი და ჰყავდეს შემსრულებელი - ავტორი. სურათის სახელი მოათავსე შესაფერის ადგილზე, შენი სახელი და გვარი - განათავსე შენთვის მოსახერხებელ ადგილზე. ტექსტების დაწერისას გამოიყენე შრიფტის ზომა, გამუქება, გადახრა ან ქვეშ ხაზის გასმა შენი შეხედულების მიხედვით.

შესრულებული დავალების წარდგენისას უნდა შეგეძლოს შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა:

  • დავალების შესრულების პროცესში თუ მოგიწიათ ფოტოების მოძიება, რა შეცვალეთ?
  • აღწერე შენი შესრულებული სურათი რა ფორმატით - გაფართოებით შეინახე კომპიუტერში ფაილის სახით და კიდევ რომელი სურათის გაფართოებები იცი?
  • რომელი გზები იცით შესრულებული ნამუშევრის სხვადასხვა კომპიუტერულ მოწყობილობაში გადასატანად?
  • რა გაიგე ახალი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სამუშაოს შესრულების შესახებ?
  • შეძელი თუ არა პროგრამის გამოყენებით დავალების შესრულება?
  • რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
  • როგორ გამოიყენებ დავალების შესრულებით მიღებულ ცოდნას?
  • შეგიძლია ახსნა რატომაა მოხერხებული Paint-ის საშუალებით სამუშაოს შესრულება?

კომპლექსური დავალების განხორციელების ნაბიჯები (ეტაპები)

ნაბიჯი 1

1. პროგრამა Paint-ში დახატე შემდეგი გეომეტრიული ფიგურები და გააფერადე შენი არჩეული ფერით:

  • სამკუთხედი, დააწერე რა ფიგურაა;
  • ოთხკუთხედი, დააწერე რა ფიგურაა;
  • კვადრატი, დააწერე რა ფიგურაა
  • წრე, დააწერე რა ფიგურაა;
  • სურათს დააწერე სათაური და შენი სახელი და გვარი, მოათავსე სასურველ ადგილას;
  • შეინახე სურათი კომპიუტერში.

ნაბიჯი 2

2. პროგრამა Paint-ში გეომეტრიული ფიგურებით დახატე და გააფერადე სასურველი ფერით:

  • სახლი, სახლს უნდა ჰქონდეს სახურავი, ფანჯრები, კარები;
  • მოიფიქრე და კიდევ დახატე შენი სურვილთ რაიმე ფიგურა, მაგ. მანქანა, მზე, მთვარე და სხვა;
  • სურათს დააწერე სათაური და შენი სახელი და გვარი, მოათავსე სასურველ ადგილას;
  • შეინახე სურათი კომპიუტერში.

ნაბიჯი 3

3. შენ მიერ შესრულებულ მეორე სურათზე შეასრულე ფუნჯით და/ან ფანქრით საჭიროების შემთხვევაში დანამატები, მაგალითად სახლის კარებზე სახელური, მზეს დაუხატე სახე და სხივები, ან რაიმე ობიექტი, რომელიც შენი აზრით მოუხდება შენ მიერ შესრულებულ სურათს, შეინახე სურათი ცვლილებით.

ნაბიჯის დასახელება (თემა): გეომეტრიული ბრტყელი ფიგურები

რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა - Paint, სახატავი ფურცელი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, სახაზავი, საშლელი.

ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:

  • გამოიყენე პროგრამაში მოცემული გეომეტრიული ფიგურები (წრე, სამკუთხედი, კვადრატი, მართკუთხედი, წრფე და ა.შ) და შექმენი სურათი;
  • გამოიყენე საჭიროების მიხედვით ფუნჯი და ფანქარი;
  • გააფერადე შენ მიერ დახატული ობიექტები;
  • სურათს მოუფიქრე შესაბამისი სათაური და ტექსტი ჩასვი სასურველ ადგილას;
  • სურათს დააწერე შენი სახელი და გვარი, ტექსტი ჩასვი სასურველ ადგილას.
  • დავალების უკეთ შესასრულებლად გამოიყენე ბმულები - ვიდეო გაკვეთილები:

  • ბმული - გეომეტრიული ფიგურების აგება და მათზე ფუნჯის/ფანქრის გამოყენება;
  • ბმული - ნახატების აგება;
  • ბმული - ტექსტების შექმნა;
  • ბმული - კოსმოსური ხომალდის დახატვა
  • მობილურში მუშაობა - ბმული

ნაბიჯი 1-ის დავალება (შუალედური დავალება):

შუალედური ნამუშევარი - დავალება არის პროგრამა Paint-ში დახატული გეომეტრიული ფიგურები, ნახატზე გამოყენებული ტექსტები: თითოეულ ფიგურაზე მითითებული დასახელება და თავიანთი სახელი და გვარი.

ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ შეასრულე გეომეტრიული ფიგურა სამკუთხედი, წრე?
  • როგორ შეასრულე გეომეტრიული ფიგურა კვადრატი, მართკუთხედი?
  • როგორ გააფერადე ფიგურა ან შეუცვალე ფერი?
  • როგორ შეასრულე ტექსტები?
  • როგორ გამოიყენე ფუნჯი, ფანქარი?



ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 74

შემაჯ. - ამოცანა: 1682

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 5764

მათ. ცნებები სულ: 87

პოსტი - გაკვეთილი: 332

მომხმარებელი: 149

საიტზე იმყოფება: 8