2021-04-19, ორშაბათი
თედო პაპას ჰქონდა წრიული ფორმის ნაკვეთი, რომელსაც იგი ამუშავებდა და ამით გაჰქონდა თავი. ერთხელ, სტიქიური უბედურების გამო, მისი ნაკვეთის უდიდესი ნაწილი წყლით დაიტბორა. თედო პაპას შეუძლია დარჩენილ ნაკვეთზე ნებისმიერი აზომვითი მოქმედებები ჩაატაროს. პაპას სურს დახმარებისთვის მიმართოს ბანკს, ამიტომ განაცხადში მან უნდა მიუთითოს მთელი ნაკვეთის ზუსტი ფართობი, დატბორილი ნაწილის ფართობი ამოტუმბითი სამუშაოების ჩასატარებლად თანხის ანგარიშისთვის.
დაეხმარეთ თედო პაპას და დაათვლევინეთ საკუთარი ნაკვეთის ფართობი. ჩათვალეთ, რომ ქვემოთ მოცემულ სქემაზე AB მონაკვეთის სიგრძე არის საკმაოდ დიდი, არანაკლებ 100 მეტრი, ანგარიშისთვის თავად აირჩიე სასურველი ზომა;
გარდა ამისა თედო პაპას სურს ნაკვეთის გასუფთავების შემდეგ წრიული ფართობი გაყოს ნაწილებად შემდეგნაირად: წრეში უდიდესი ნაწილი უდიდესი ფართობის მქონე ოთხკუთხედის სახით გამოყოს, (დაადგინე როგორი ოთხკუთხედის ფართობი არის უდიდესი და დაასაბუთე), გარშემო გაუკეთოს სასიარულო ბილიკი 60 სმ სიგანის.
სურს აღნიშნულ ოთხკუთხედში გააშენოს რომელიმე ხილის ბაღი, როგორიცაა: კაკალი, თხილი, ნუში, ვაშლი, მსხალი, ატამი, ბროწეული და სხვა... დაეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში: რომელი ხილის ბაღის გაშენება იქნება უმჯობესი და რატომ?
დაითვალეთ დარჩენილი სეგმენტების ფართობები, სადაც თედო პაპას სურს დათესოს თითოეულში თითო ისეთი კულტურა, როგორიცაა: კარტოფილი, ლობიო, ჭარხალი, სტაფილო, სიმინდი და სხვა... დაეხმარეთ და შეარჩევინეთ რომელი კულტურების დათესვა იქნება უფრო უმჯობესი და რატომ?
მოცემულია დატბორილი და გადარჩენილი ნაკვეთის სქემა:
თქვენი დავალებაა:
- მოიფიქრე მეთოდი/მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება წრის ფართობის დადგენა;
- ჩაატარე საჭირო აზომვითი სამუშაოები და დაითვალე წრის ფართობი;
- მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტში და დაითვალე გაწმენდითი სამუშაოსთვის საჭირო თანხა;
- დაითვალეთ ოთხკუთხედის და ბილიკის ფართობები;
- ურჩიეთ თედო პაპას ოთხკუთხედში რომელი ბაღის გაშენება იქნება უმჯომესი და რატომ?
- მოიძიე ინფორმაცია ინტერნეტში შერჩეული ხილის შესახებ, რამდენი ძირი დაირგვება გამოყოფილ ოთხკუთხედში და დაიანგარიშე ყველა ხარჯი, ყიდვა, მოტანა და დარგვა;
- დაითვალეთ დარჩენილი სეგმენტების ფართობები;
- დარჩენილ სეგმენტებში ურჩიეთ რომელი კულტურების დათესვა იქნება უკეთესი და რატომ?
- მოიძიე ინტერნეტში ინფორმაცია შერჩეული კულტურების შესახებ, დაითვალე თითოეულ სეგმენტში დასათესი კულტურის თესლის რაოდენობა, ფასი და დათესვის სამუშაოების ხარჯი;
- მოიფიქრე, კიდევ რა ხარჯი შეიძლება იყოს აუცილებლად გასათვალისწინებელი?
- წარმოადგინე სრული ხარჯი - რა თანხა უნდა მოითხოვოს ბანკიდან თედო პაპამ?
შენს მიერ შექმნილ პრეზენტაციაში ხაზგასმით წარმოაჩინე:
- როგორია შენს მიერ მოფიქრებული მეთოდის/მეთოდების არსი;
- როგორ ჩაატარე თვითოეული მეთოდისთვის აზომვითი მოქმედებები და ამისთვის რა ხელსაწყოები დაგჭირდა;
- ნაკვეთის შენ მიერ არჩეული სასურველი ზომები;
- წარმოადგინე დაყოფილი ნაკვეთი სქემატურად შესაბამისი ზომებით;
- წარმოადგინე ფართობის / ფართობების გამოთვლის სრული ანგარიში;
- წარმოადგინე დასარგავი ხეების და დასათესი კულტურების ფინანსური ანგარიში;
- წარმოადგინე ბანკში მოსათხოვი საჭირო თანხის ოდენობა;
დასკვანა:
- რა იცოდი და რა ისწავლე ახალი?
- როგორ გამოიყენებ მომავალში მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას?
- რა იყო შენთვის ადვილად შესასრულებელი და რა გაგიჭირდა?
- თავიდან რომ იწყებდე დავალების შესრულებას რას შეცვლიდი?
პრაქტიკული რჩევები:
- დავალება სასურველია შესრულდეს პროგრამაში: Word ან pdf ან PowerPoint;
- ტრიგონომეტრიული თანაფარდობები სამკუთხედში: სახელმძღვანელო - გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი; გვ. 241-270;
- გრაფიკული წარმოდგენები განიხილე ნახაზზე / ნახატზე ან პროგრამაში: GeoGebra / Minecraft Education Edition - ში.
შენიშვნა:
Minecraft Education Edition - ში დავალების შესრულება გულისხმობს, შესაბამისი ნაკვეთების გამოყოფას და ხილის და კულტურების გაშენებას. გამოტანილ სარეკლამო დაფაზე უნდა ჩანდეს თქვენი ანგარიშები დარგული და დათესილი მცენარეების შესახებ, ან PowerPoint-ში წარმოადგინე შენი ანგარიში და დასკვნა. შედეგი წარმოადგინეთ - პროგრამიდან გამოტანილი სურათებით pdf ფორმატში, ან ვიდეოს სახით წარმოადგინე ანგარიშთნ ერთად.
კომპლექსური დავალების შესრულებისას შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიის საფუძველზე შეცვალოთ პირობები.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 74
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5764
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 2
