იმისათვის, რომ ნებისმიერი რიცხვიდან ფესვი ამოვიღოთ, ეს რიცხვი მარჯვნიდან მარცხნივ უნდა დავყოთ ორ-ორ ციფრად, მაგალითად ფესვი უნდა ამოვიღოთ რიცხვიდან 134689, ეს უნდა დავყოთ როგორც სურათზეა ნაჩვენები.
შემდეგ ვიწყებთ მარცხნიდან, პირველი დანაყოფი არის 13, 13-დან ფესვი ამოდის 3, ვწერთ 3-ს გამყოფი ხაზის მარჯვენა მხარეს, 3*3 ანუ კვადრატში ავიყვანოთ არის 9 და 13-ს ვაკლებთ 9-ს, მიმიღეთ 4, ჩამოგვაქვს შემდეგი ორი ციფრი, მივიღეთ 446.
შემდეგ მარჯვენა მხარეს მიღებულ შედეგს, ამ შემთხვევაში 3-ს ვამრავლებთ ორზე, როგორც ნაჩვენებია მარჯვენა მხარეს, მიღებულ შედეგს 6-ს ვწერთ ცალკე, მარჯვენა მხარეს და მის ქვეშ მივუწერთ ერთი და იგივე ციფრს, ისე რომ შევასრულოთ გამრავლება და 446-ზე ნაკლები რიცხვი მივიღოთ, მაგრამ არც ისე დიდი სხვაობით რომ შედეგს ავცდეთ. ჩვენს შემთხვევაში, 3*2=6 და 6-ს მივუწერეთ 6 მარჯვნიდან და ქვეშაც, გავამრავლეთ, შევასრულეთ გამოკლება 446-396=50, ციფრი რომელიც მივუწერეთ 6-ს არის შედეგი და ვწერთ 3-ის მარჯვენა მხარეს.
ახლა ჩამოვიტანოთ დარჩენილი ორი ციფრი 89, გავიმეოროთ იგივე, ახლა უკვე მიღებული 36*2=72, მას მივუწეროთ მარჯვნიდან და ქვეშ ერთი და იგივე ციფრი და გავამრავლოთ, ჩვენს შემთხვევასი 7 და ასე გავიმეოროთ სანამ ჩვენი რიცხვის ბოლო წყვილს ჩამოვიტანთ.
შენიშვნა 1: თუ რიცხვი არის კენტ თანრიგიანი და მარცხვენა მხარეს დაგვრჩა ორის მაგივრად ერთი ციფრი, მაშინ იმ ერთი თანრიგიდან ვიღებთ ფესვს და ვაგრძელებთ ჩვეულებრივ.
შენიშვნა 2: თუ ათწილადი რიცხვიდან ვიღებთ ფესვს, მაშინ ათწილადის მძიმიდან მარცხნივ და მარჯვნივ გამოვყობთ ორ-ორ თანრიგს, მარცხნივ ზემოთ აღნიშნული წესით და მარჯვნივ თუ თანრიგი არ გვყოფნია ორად წარმოსადგენად, მაშინ ბოლოში ვამატებთ 0-ს. ათობით მძიმეს დავსვავთ წერტილში, სადაც მთელი ნაწილიდან აღარ გვაქვს ჩამოსატანი ორი ციფრი და დროა ჩამოვიტანოთ მძიმის მარჯვენა პირველი ორი ციფრი.
შენიშვნა: მათემატიკური ცნებები ძირითადად წარმოდგენილია ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოდან - ავტორები: ს.თოფურია, ვ.ხოჭოლავა, ნ.მაჭარაშვილი, გ. აბესაძე, ზ. მეტრეველი.
განმარტება: პროფესორ ს. თოფურიას რედაქციით მეხუთე გადამუშავებული გამოცემა.
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 74
შემაჯ. - ამოცანა: 1682
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5764
მათ. ცნებები სულ: 87
პოსტი - გაკვეთილი: 332
მომხმარებელი: 149
საიტზე იმყოფება: 35
