2021-04-13, სამშაბათი


საკითხი: რა არის ინფორმაცია

ქვეცნებები:

  1. შინაარსობრივი სურათების შექმნა რომელიმე გრაფიკულ მოწყობილობაზე;
  2. შინაარსობრივი ნახატების შექმნა ხელით.

საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები:

  1. როგორ შევქმნათ რომელიმე გრაფიკულ პროგრამაში შინაარსობრივი სურათები და შევინახოთ შექმნილი ნამუშევრები კომპიუტერში?
  2. როგორ შევქმნათ ხელით შინაარსობრივი ნახატები და შევიტანოთ ნამუშევრები კომპიუტერში?
  3. როგორ შეგვიძლია განვახორციელოთ ნამუშევრის სხვა მოწყობილობაზე გადატანა?
  4. როგორ შეიძლება მოხდეს მასწავლებელთან სურათის გაგზავნა და მისგან უკუკავშირის მიღება?

ინფორმაცია - ამბავი, ცნობა, შეტყობინება, ცოდნა.

ზოგადი ინფორმაცია არის ცოდნა, რომელსაც ადამიანი იღებს გარემო სამყაროსთან უშუალო ურთიერთკავშირის შედეგად.

უხსოვარი დროიდან ინფორმაციის გადაცემა და შენახვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ამოცანაა დავადგინოთ ინფორმაციის გადაცემის და შენახვის გზები და საშუალებები:

  1. პირობითი ნიშნები გულისხმობს აზრის გადმოცემას ნახატების საშუალებით. პირობითი ნიშნებით უფრო ადვილია რაიმე ამბის - ინფორმაციის გადაცემა ადამიანებისათვის.
  2. ინფორმაცის მიღების და გადაცემის საშუალებები:
  3. ინფორმაციის მიღების და გადაცემის სახეები:
  4. როგორ ინახავდა ადამიანი ინფორმაციას შორეულ საუკუნეებში? მაშინ, როდესაც არ ჰქონდა მას ის მოწყობილობები, რომლებსაც შენ დღეს იცნობ და იყენებ, გიფიქრია ამის შესახებ?
  5. გინახავს წიგნებში გამოქვაბულის კედლებზე შესრულებული ნახატები?
  6. ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ, მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია. იგონებდნენ ათასგვარ ხელსაწყოსა და საშუალებას, რათა უფრო მეტი სცოდნოდათ სამყაროს შესახებ.

კომპლექსური დავალების პირობა:

აირჩიე შემდეგი დავალებებიდან ერთერთი და შეასრულე:

  1. შექმენი საკუთარი ანბანი პირობითი ნიშნებით, დაწერე შენს მიერ შექმნილი ანბანით:
    • » შენი სახელი და გვარი;
    • » საყვარელი ლექსი / საყვარელი ანდაზა / მოიყვანე საყვარელი ფრაზა;
  2. აღწერე ინფორმაციის მიღების და გადაცემის საშუალებები;
  3. წარმოადგინე ინფორმაციის გავრცელების სახეები და საშუალებები;
  4. აღწერე ინფორმაციის წარმოდგენა კომპიუტერში - ფაილი, ფაილის სახეები. დახატე ან მოიძიე ინტერნეტში სურათი / სურათები;
  5. აღწერეთ ინფორმაციის შენახვის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. როგორ ინახავდა მას ადამიანი, რა სახით ინახავდა, რომ თაობებს ეს ინფორმაცია გაეგოთ, გადაემუშავებინათ და კვლავ გაეგრძელებინათ მისი გადაცემა;
  6. ციფრული რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ საშუალებით შექმენი ორი ილუსტრაცია - კომიქსი, პირველზე აჩვენე როგორ გადასცემდნენ ადამიანები ძველად ინფორმაციას და მეორე ილუსტრაციაზე აჩვენე როგორ გადასცმენ ინფორმაციას ახლა.

შენიშვნა: დავალებაში ინფორმაცია უნდა წარმოადგინოთ პრეზენტაციის სახით თქვენი ნახატის ან რომელიმე გრფიკულ პროგრამაში შესრულებული სურათის საშუალებით, ან მოიძიოთ დავალების შესაბამისი ინფორმაცია მზა სურათის სახით ინტერნეტში.

დავალების პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოადგინე:

  1. პრეზენტაციაში შენ მიერ შესრულებული ნახატები / სურათები მკაფიოდ უნდა ასახავდეს ინფორმაცის დავალების შესახებ;
  2. სურათები / ნახატები უნდა იყოს დალაგებული ინფორმაციისთვის შესაფერისი თანმიმდევრობით და წარმოდგენილი კომპიუტერში;
  3. საჭიროების შემთხვევაში როგორ გააკეთე ნახატის / სურათის რედაქტირება;
  4. შენი შესრულებული სურათი შეგიძლია გამომიგზავნო ჩემი სამუშაო საიტის მეშვეობით ან გამიზიარო OneDrive-ის საშუალებით, რომ მიიღო შესაბამისი უკუკავშირი;
  5. უპასუხე კითხვებს:
    • » შენს მიერ არჩეული დავალების შესასრულებლად, რისი ცოდნა იყო საჭირო?
    • » რა იცოდი ინფორმაციის შესახებ?
    • » რა გაიგე ახალი ინფორმაციის შესახებ?
    • » რაში გამოგადგება მიღებული ცოდნა?
    • » შეძელი თუ არა დავალებების შესრულება?
    • » რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
    • » დაგეხმარა სავარჯიშოები და მინიშნებები?

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

  1. არჩეული დავალების შესრულებული ნახატი უნდა შეიყვანოთ კომპიუტერში;
  2. დავალების შესასრულებლად სურათებს დააკვირდი, რომელიც წარმოდგენილია ზემოთ;
  3. მოიძიე ინტერნეტში შენი დავალებისთვის შესაფერისი სურათები - საძიეობო სისტემა;
  4. ინფორმაცია წარმოადგინე გრაფიკული სახით: შენი ნახატის ან რომელიმე გრაფიკულ პროგრამაში შესრულებული სურათის სახით (მაგ. Paint, ვსწავლობთ თამაშით...) ან ინტერნეტში მოძიებული სურათის სახით;
  5. შენი ნახატები / სურათები უნდა წარმოადგინო პრეზენტაციის სახით რომელიმე ციფრულ პროგრამაში (მაგ. PowerPoint, ვსწავლობთ თამაშით...).

აქტივობები:

  1. შეასრულე ნახატები პირობითი ნიშნების გამოყენებით:
    • » დაწერე შენი სახელი და გვარი;
    • » შექმენი საკუთარი ანბანი;
    • » დაწერე ანდაზა / ლექსი / გამონათქვამი;
    • » შეინახე ნახატი კომპიუტერში;
  2. მოკლე მიმოხილვა - ინფორმაციის გადაცემის სხვა სახეები და საშუალებები:
    • » დახატე ან კომპიუტერში მოძიებული სურათებით შექმენი კოლაჟი - დახატე ძველ დროში;
    • » დახატე ან კომპიუტერში მოძიებული სურათებით შექმენი კოლაჟი - ახალ დროში;
    • » ინფორმაციის წარმოდგენა კომპიუტერში;
    • » შეინახე ნახატი / სურათი კომპიუტერში;

შეფასება:

  1. არჩეული დავალების მიხედვით შენ შექმენი ნახატი / სურათი და გააფერადე სასურველი ფერებით; ნახატი / სურათი შეინახე კომპიუტერში;
  2. შენ შეძელი და შექმნილ ნახატით / სურათით გამოხატე ინფორმაციის შენახვის და გადაცემის შენეული წარმოსახვა; გაუკეთე წარწერები - შესაფერისი ფერის და ტექსტის;
  3. შენ მოახერხე და გამომიგზავნე ჩვენი სამუშაო საიტის საშუალებით ნახატი / სურათი, ან გამიზიარე OneDrive-ის საშუალებით, მიიღე ჩემი უკუკავშირი.



ტესტები მათემატიკაში

შემაჯამებელი სულ: 72

შემაჯ. - ამოცანა: 1641

გამოცდა - CAT: 1

CAT - ამოცანა: 186

ოფისი - WINDOWS: 1

WINDOWS - ამოცანა: 25


საჭირო ინფორმაცია

შესრულებულია სულ: 4021

მათ. ცნებები სულ: 84

პოსტი - გაკვეთილი: 318

მომხმარებელი: 142

საიტზე იმყოფება: 6