2022-03-11, პარასკები
კომპლექსური დავალება მეშვიდე კლასში ეხება ანალიზურ გეომეტრიას - სიმეტრია და პარალელური გადატანა. მოსწავლეები დაბალი კლასებიდან იცნობენ ცნება - სიმეტრიას, ახალი მასალაა - პარალელური გადატანა.
კომპლექსური დავალების პირობა:
შენი დავალებაა მოიძიო ინფორმაცია ნახატებზე, არქიტექტურული ძეგლებზე, ინტერიერის დიზაინზე, რომლის შექმნაზეც გამოყენებულია სიმეტრია და პარალელური გადატა, შემდეგ შექმენით მსგავსი ნაშრომი.
- გაეცანით ნიმუშებს, როგორ გამოიყენებენ სიმეტრიას ხატვისა და სახლის დიზაინის შექმნის დროს:
- დავალების შესრულება შეგიძლია როგორც დიდი ფორმატის ფორმის ფურცელზე, ასევე პროგრამა Geogebra და Desmos-ის მეშვეობით, ქვემოთ მოცემულია ინსტრუქციები, თუ როგორ არის შესაძლებელი დავალებაზე მუშაობა:
- სახატავ ფურცელზე:
- პროგრამა DESMOS - გარდაქმნები ინსტრუქცია/სიმულაცია
- პროგრამა Geogebra.org -ის მეშვეობით - Geogebra
თქვენ დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული ნიმუშები და ინსტრუქციები:
მოცემული სამი ნიმუშის მიხედვით, აირჩიეთ რა ფორმით გსურთ ნამუშევრის წარმოდგენა.
პრეზენტაცია წარმოადგინე შენთვის სასურველი ფორმით და წარდგენისას პასუხი გაეცი შემდეგ კითხვებს:
- როგორ გამოიყენე გეომეტრიული გარდაქმნები შენს მიერ შერჩეული ნახატის, ნახაზის ასაგებად?
- როგორ დაგეხმარა სიმეტრიის და გარდაქმნების ცოდნა შენს მიერ არჩეული ნახატის და დავალების შესრულებაში? აღწერე შენს მიერ შექმნილი ნამუშევარი.
ნაშრომი წარმოდგენე: Geogeba, DESMOS, Skretch, Power Point, პოსტერი.
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- სიბრტყეზე ორიენტირება და გეომეტრიული ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა;
- გეომეტრიული ობიექტების გარდაქმნებით მიღებული ფიზიკური ცვლილებების გააზრება და მსჯელობა.
რეკომენდაციები მოსწავლეს:
დავალების შესრულებაში დაგეხმარება შემდეგი ვიდეო გაკვეთილი:
საკოორდინატო სიბრტყე, კოორდინატები
ტესტები მათემატიკაში
შემაჯამებელი სულ: 74
შემაჯ. - ამოცანა: 1686
გამოცდა - CAT: 1
CAT - ამოცანა: 186
ოფისი - WINDOWS: 1
WINDOWS - ამოცანა: 25
საჭირო ინფორმაცია
შესრულებულია სულ: 5589
მათ. ცნებები სულ: 84
პოსტი - გაკვეთილი: 327
მომხმარებელი: 106
საიტზე იმყოფება: 2
საკუთარი რესურსი